Im Folgenden finden Sie den offiziellen Rechtstext, der zur bequemen Referenz in CryptoLicense.ge reproduziert wurde Unsere VASP-Analyse identifiziert, wie sich das Dokument auf die Registrierung, den Betrieb oder die Einhaltung auswirkt; es ersetzt oder ändert die Gesetzgebung nicht.
Was dieses Dokument abdeckt
Diese Änderung erweitert den VASP-Durchsetzungsrahmen über Geldbußen hinaus, indem Aufsichtsmaßnahmen und Beschränkungen hinzugefügt werden, die der Nationalbank von Georgien unter den in der Regel festgelegten Umständen zur Verfügung stehen.
Warum es für die VASP-Arbeit wichtig ist
Ein registrierter VASP sollte regulatorische Sanierungs-, Governance- und Betriebsbeschränkungen als Geschäftskontinuitätsprobleme behandeln.
Veröffentlichter Gesetzestext
Georgisch — offizieller Änderungstext საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №113/04
2025 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებაში ცვლილების
შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20
მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებაში
(www.matsne.gov.ge, 31/05/2024; ს/კ: 220010000.18.011.016858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 525 მუხლის მე-6
პუნქტის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:
„მუხლი 3. სხვა სანქციების გამოყენების წესი
1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით
დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის
მიმართ ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერის ან/და
მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) პროვაიდერს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ
პროვაიდერმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
გ) პროვაიდერის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი
თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;
დ) პროვაიდერს აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის
ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;
ე) პროვაიდერს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები;
ვ) პროვაიდერს გაუუქმოს რეგისტრაცია.
2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ამ
წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ
შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროვაიდერის
ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანქციები.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
http://www.matsne.gov.ge 22001000018011016927
საქართველოს ეროვნული ბანკის
ნათელა თურნავა
პრეზიდენტი
http://www.matsne.gov.ge 22001000018011016927
Legislative Herald of Georgia (Matsne)
Der Gesetzestext wird hier zur praktischen Referenz im Zusammenhang mit georgischen VASP-Registrierungs- und Compliance-Arbeiten wiedergegeben. The Legislative Herald of Georgia (Matsne) ist die offizielle Publikationsquelle. Für jede Live-Angelegenheit müssen der aktuelle konsolidierte Text und nachfolgende offizielle Änderungen überprüft werden.
Das offizielle Dokument auf Matsne ansehen